“მე და ჩემს მეგობარ პრემიერს სხვა პოლიტიკური ორიენტირების ადამიანთა ჯგუფი გვიპირისპირდება”

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პირადად მას არავინ ებრძვის, ებრძვიან ზოგადად თავდაცვის მინისტრის რანგს, რადგან ქვეყანაში ამ მხრივ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება.

ხიდაშელის თქმით, თუ ვინმე მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას ძალიან კარგად აკეთებს.

“პირადად მე არავინ მებრძვის. მგონია, რომ ისე ვცხოვრობ, ისე ვიცხოვრე ამ წლების განმავლობაში, რომ მაინცდამაინც, მტრები არ მყავს. მტრები უჩნდებათ ხოლმე სხვანაირი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს – სხვა სისტემის, სხვა ღირებულებების მქონე ადამიანებს. მე ჩემს მეგობრებთან ერთად, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ამას ხაზგასმით ვამბობ, წარმოვადგენ გარკვეული ხაზის მატარებელ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ბუნებრივად უპირისპირდება სხვა ღირებულებითი სისტემის და სხვა პოლიტიკური ორიენტირების ადამიანთა ჯგუფი და ეს ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. დღეს მე ვარ თავდაცვის მინისტრი და გასაგებია, რომ თინა ხიდაშელი უნდა ჟღერდეს მუდმივად, ზუსტად ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა, ყოფილიყო ვინმე სხვა, ვინც ისეთივე მონდომებით და შემართებით გააკეთებდა იმ საქმეს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა და მისი ხელმძღვანელი ემსახურება”, – განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი – ჩემი საზრუნავია 26 მაისი, რომელიც მინდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, “ოცნების” ყრილობაზე დასასწრებად, მას მოსაწვევი ჯერ არ მიუღია