საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, “ოცნების” ყრილობაზე დასასწრებად, მას მოსაწვევი ჯერ არ მიუღია

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობაზე მას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ უმრავლესობის ყრილობაზე დაპატიჟებენ.

ნიშნიანიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიუვიდა მოსაწვევი.

“მიზეზიც არ ვიცი, რის გამო არ მოსულა. მგონი ექნებათ სურვილი, რომ დამპატიჟონ ყრილობაზე, მაგრამ შესაძლებელია, ყრილობა გადაიდოს და სწორედ ამიტომ დაგვიანდა ჩემთვის მოსაწვევის გამოგზავნა“, – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ცნობისათვის, ყრილობა სპორტის სასახლეში, 14 მაისს 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“მე და ჩემს მეგობარ პრემიერს სხვა პოლიტიკური ორიენტირების ადამიანთა ჯგუფი გვიპირისპირდება”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მხრიდან, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ნიშნებს ხედავს