თავდაცვის მინისტრი – ჩემი საზრუნავია 26 მაისი, რომელიც მინდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩემი საზრუნავია 26 მაისი, რომელიც მინდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, რადგან 25 წლისთავია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და როცა ქვეყანა 25 წლის ხდება, ის იმსახურებს იმას, რომ გამორჩეული დღესასწაული მოუწყო”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 91 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

banner
წინა სტატიაში“უტყუარი წყაროსგან ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის სამინისტროში”
შემდეგი სტატია“მე და ჩემს მეგობარ პრემიერს სხვა პოლიტიკური ორიენტირების ადამიანთა ჯგუფი გვიპირისპირდება”