ცუკენბერგი: ტრამპის გამარჯვებაში Facebook-ი არ არის დამნაშავე

ცუკენბერგი შვილს ელოდება

Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკენბერგმა კალიფორნიაში კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ სოციალური ქსელი დამნაშავე არ არის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებაში.
“აზრი იმის შესახებ, რომ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულმა ყალბმა სიახლეებმა ხელი შეუწყო ტრამპის გამარჯვებას, გარკვეულწილად, სიგიჟეა. თუკი თქვენ ამისი გჯერათ, ესე იგი, თქვენ ვერ გაიაზრეთ მომხდარი” – თქვა ცუკენბერგმა.
აშშ-ში ლიბერალურ წრეებში სულ მეტად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ, რომ არა Facebook-ი აშშ-ს პრეზიდენტობის რეპუბლიკელი კანდიდატი არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებდა.
ფეისბუქში, სტატისტიკის მიხედვით, 156 მილიონი ამერიკელია დარეგისტრირებული. კვლევების თანახმად, მათგან ორი მესამედი სიახლეებს ზუსტად ამ სოციალური ქსელიდან იღებს.
ადრე ცუკენბერგი უარყოფითად საუბრობდა ტრამპზე, მაგრამ კალიფორნიაში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მოსწონს ტრამპის ჯანდაცვის პროგრამა და ელოდება მის განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში გამოჩნდა ობამას ბანერი წარწერით “მშვიდობით, მკვლელო”
შემდეგი სტატიატრამპის საიტიდან მუსლიმების აშშ-ში არ შეშვების შესახებ პუნქტი გაქრა