ცოტნე ზურაბიანი – ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდნენ ყველანი გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“ უპასუხისმგებლოდ იქცევა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსთვის” საქართველოს ხვალინდელი დღე ახლა გიორგი რურუაზე გადის.

“ქართული ოცნება” იღებს თავის პასუხისმგებლობას და ჩვენ ვამბობთ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვერც “ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც “ევროპული საქართველო“ ვერ იაზრებს, სხვადასხვა მიზეზი მოაქვთ. ახლა რურუაზე გადის ამათთვის საქართველოს ხვალინდელი დღე, სამწუხაროდ და პოლიტიკურ ლიდერად არის ქცეული გაერთიანებული ოპოზიციის. აი, ამდენი წელი იარეს, ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდნენ ყველანი გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უპასუხისმგებლობით ქართველი ხალხის წინაშე, რადგან არ უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა, არეულობა, ქაოსი და ფიქრობენ, რომ მეტი პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეძლებენ”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა

banner
წინა სტატიაში“ეს პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”
შემდეგი სტატიაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებენ