“ეს პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”

,,”ქართული ოცნება” იღებს თავის პასუხისმგებლობას და ჩვენ ვამბობთ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვერც “ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც “ევროპული საქართველო“ ვერ იაზრებს, სხვადასხვა მიზეზი მოაქვთ. ახლა რურუაზე გადის ამათთვის საქართველოს ხვალინდელი დღე, სამწუხაროდ და პოლიტიკურ ლიდერად არის ქცეული გაერთიანებული ოპოზიციის. აი, ამდენი წელი იარეს, ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდნენ ყველანი გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უპასუხისმგებლობით ქართველი ხალხის წინაშე, რადგან არ უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა, არეულობა, ქაოსი და ფიქრობენ, რომ მეტი პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეძლებენ.”-აცხადებს ცოტნე ზურაბიანი

banner
წინა სტატიაში“კარლ ჰარცელის განცხადება არის მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს”
შემდეგი სტატიაცოტნე ზურაბიანი – ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდნენ ყველანი გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ