პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებენ

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტს კანონმდებლები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა კომიტეტის შენიშვნები და ბიუჯეტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაზარდა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ შეასრულებს მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

„მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი კომიტეტის გარკვეული შენიშვნები; გაიზრდება დახმარებების მიმღებთა რაოდენობა, ასევე, წარმოდგენილია ვალების მდგრადობის ანალიზი, რასაც კომიტეტი განსაკუთრებით ითხოვდა. სესიაზე მოხდება როგორც განხილვა, ასევე უმრავლესობის მიერ ბიუჯეტის მხარდაჭერა და დამტკიცება. გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკურ პარამეტრები სრულად არის შენარჩუნებული. ჩადებული არის ყველა ის პროგრამა, რომელიც სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს სოციალური უზრუნველყოფის პირობებისთვის ამ პანდემიის დროს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, კორექტირებულ ბიუჯეტში საზოგადოების ინტერესები გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიცოტნე ზურაბიანი – ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდნენ ყველანი გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა