ცნობილი რუსი მსახიობი და მომღერალი პიოტრ მამონოვი კომაშია

ცნობილი რუსი მსახიობი და მუსიკოსი პიოტრ მამონოვი კომადან ვერ გამოდის – მეუღლემ ოლგა მამონოვამ რუსულ მედიასთან თქვა.
“კომიდან ვერ გამოდის. რაღაც მოქმედებებს აკეთებს, მაგალითად, თვალს ახელს, მაგრამ მოქმედებები ინსტინქტურად ხდება” – თქვა ოლგა მამონოვამ და დაამატა, რომ მომღერლის ორგანიზმი დამოუკიდებლად მუშაობს.

მანამდე გავრცელდა, რომ ექიმებმა მამონოვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ შეაფასეს, ამავე დროს, ნელნელა აპირებდნენ მისი ხელოვნური კომიდან გამოყვანას.

მსახიობი 1 ივლისს კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს რეანიმაციაში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას
შემდეგი სტატიადეგნანი: ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს