დიდი ბრიტანეთისა და ევროპის დაზვერვის გაერთიანებამ ამერიკელ კოლეგებს დონალდ ტრამპის გუნდის რუსულ კონტაქტებზე მონაცემები გადასცა, რომელიც “შემთხვევით დაიჭირეს” – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს აშშ-ს კონგრესში წყაროზე დაყრდნობით. დაზვერვამ მასალები მოიპოვა რუსულ ოფიციალურ პირებზე თვალთვალისას. არხი აზუსტებს, რომ მონაცემები “შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში”. წყაროს მონაცემებით, კონტაქტები თვეების მანძილზე გრძელდებოდა. ევროპელმა კოლეგებმა ამერიკელებს მონაცემები ინგლისურენოვანი ქვეყნების ალიანსის “ხუთი თვალის” ფარგლებში გადასცეს. აშშ-ს სენატის წყარო ამბობს, რომ ინფორმაციას შეისწავლიან.