(video) გუდაუთელმა ბავშვებმა ძაღლი ანაპისი თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში გადაარჩინეს

ანაპისს, რომელიც ტყვიით იყო დაჭრილი, ოპერაცია გაუკეთდა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს გადის – ასეთია უკანასკნელი ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე დაჭრილი ძაღლის შესახებ, რომელიც გუდაუთაში ბავშვებმა არ მიატოვეს და თბილისში სიკვდილს გადაარჩინეს. ანაპისის ისტორიაზე თავშესაფრის გვერდზე ასეთი ისტორია წერია: “აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში, აფხაზმა მამაკაცმა ავტომატი ესროლა ძაღლს, რომელსაც ეთამაშებოდნენ ბავშვები. შეშინებულმა ბაშვებმა, არ მიეტოვეს დაჭრილი მეგობარი და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ვინაიდან აფხაზეთში ვერ იპოვეს ვეტერინარი, რომელიც ოპერაციას გაუკეთებდა ძაღლს, გადაიყვანეს ქალაქ სოჭში. სოჭში ექიმებმა ძაღლის დაძინება ურჩიეს, რაზეც ამ ახალგაზრდებმა უარი თქვეს და ისევ გუდაუთაში დააბრუნეს. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ჩვენი თავშესაფრის მეპატრონეს თამაზ ელიზბარაშვილს და დახმარება სთხოვეს. ბატონმა თამაზმა თანხმობა უთხრა ძაღლის მიღებასა და გადარჩენაში. ძაღლის გულშემატკივარმა აფხაზმა ახალგაზრდებმა, ზუგდიდელი მეგობრების დახმარებით, მდინარე ენგურზე გადმოიყვანეს ძაღლი, ჩააბარეს ქართველ მეგობრებს, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება ძაღლის თბილსში ტრანპორტირებას. ჩვენმა ჯგუფმა ვეტერინარულ კლინიკა ,,აიბოში” მიიყვანა ავტომატით დაჭრილი ძაღლი. რენდგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მენჯის ძვლები აქვს მოტეხილი. სავარაუდოდ, ეს ტრავმა დაჭრამდე მიიღო, რადგან ექიმების თქმით, ძვლები უკვე შეხორცებულია. ძაღლს იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, ამიტომ ვიტამინები და გადასხმები გაუკეთეს. ჩვენი და ვეტერინარების ერთობლივი ძალისხმევით იმედია, ძაღლი შეძლებს ფეხზე დადგომას”.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ანაპისი თავს კარგად გრძნობს.

https://youtu.be/VRD5cOEk8e0

banner
წინა სტატიაშიCNN: ბრიტანეთის დაზვერვამ აშშ-ს ტრამპის გუნდის და რუსეთის კავშირებზე მონაცემები გადასცა
შემდეგი სტატიაატლანტაში მეტროსთან უცნობმა ცეცხლი გახსნა