ცხვრებივით მიაჭირეს ხელი, ჩვენ არაფერი გვაშინებს – ზაალ უდუმაშვილი

„ქართული ოცნებისგან“ მეტს არაფერს ველოდით. ორი დღე გვიანონსებდნენ, რომ ერთხმად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ასეც მოხდა. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი ხელისუფლების მორჩილი პარლამენტი, რომელსაც უბრალოდ არც კი აძლევენ არჩევანის საშუალებას. უთხრეს, ასე უნდა ქნათ და მიაჭიროთ ხელი, მათაც ასე ცხვრებივით მიაჭირეს ხელი, რადგან ეშინიათ. შიში აქვთ, ხელი რომ არ მიაჭირონ, მერე მათ დიდი ბაბუა და ბიძია გაუბრაზდებათ. ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ის, რომ პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას, ეს კინო ნანახი გვაქვს ზუსტად იგივე საქმეზე, მაგრამ ისიც ვნახეთ, სასამართლოში როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რეალურად ნიკა მელიას დაპატიმრება შეუძლიათ. წინ კიდევ ერთი პროცესი გველოდება, ვნახოთ, რამდენად ეყოფათ იმის გამბედაობა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, არაფერი გვაშინებს, არავითარი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე“,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი მანქურთებით დაკომპლექტებული
შემდეგი სტატიანიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ “ევროპელ სოციალისტებმა“ თავი შეიკავეს