ციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი ფილტვების ანთების დიაგნოზით, საავადმყოფოში 10 დღის წინ მოათავსეს და მას შემდეგ მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე და იმ გართულებების შესახებ დეტალურად საუბრობს, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის კლინიკაში შეყვანის დიაგნოზი თავდაპირველად ფილტვების ანთება იყო, ასევე ვირუსული მომონოკლეოზი, რასაც თან ახლდა ეპილეფსია. ექიმების თქმით, მოზარდის მდგომარეობა მოგვიანებთ დამძიმდა და ბავშვის რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო.

„მკურნალობის პროცესში ჩართულები იყვნენ მშობლები, მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე. თავის შინაარსით, ბავშვი მძიმედ რჩებოდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, რადგანაც აღენიშნებოდა მიქს ინფექცია, ე.წ. შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. ბავშვის მკურნალობის პროცესში ჩართულები იყო არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ თბილისის ყველა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები,” – განაცხადამაია ჩხაიძემ.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, 11 წლის ბავშვის მკურნალობის პროცესში, წამყვანი კლინიკის სპეციალისტები იყვნენ ჩართული.

„პაციენტს განუვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რომლის გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია, ამის შემდეგ განვითარდა პოლეორგანული უკმარისობა და ამის შემდეგ განვითარდა სავალალო შედეგი, სიკვდილი პაციენტის. შემოსვლის დიაგნოზი იყო ფილტვების ანთება, ამასთანავე ვირუსული მონონოკლეოზი, თანმხლები დაავადება, ეპილეფსია. შემდგომ განვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რამაც გამოიწვია პოლეორგანული უკმარისობა, დაზიანდა როგორც ფილტვები, ისე თირკმელები, სისხლის შემადედებელი სისტემა, გულის უკმარისობა, ყველა ორგანო დაზიანებული იყო და გამშვები მექანიზმი ამ ყველაფრის იყო ინფექცია, რომელიც იყო როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული. ასევე, კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი და პაციენტის კვლევები იქაც ჩატარდა,“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშისაუბარი იმაზე, რომ პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ჩვეულებრივი სპეკულაციაა – მიხეილ გიორგაძე
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში მიყვანილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია