საუბარი იმაზე, რომ პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ჩვეულებრივი სპეკულაციაა – მიხეილ გიორგაძე

კულტურის მინისტრი საქართველოს პრემიერმინისტრის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. მიხეილ გიორგაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არც კი განიხილება.

„ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი რამ არის. პრაქტიკულად ორ დღეში მთავრობისთვის გამოცხადება ნდობის და ამავე დროს საუბარი იმაზე, რომ პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ჩვეულებრივი სპეკულაციაა. ეს საკითხი არც კი განიხილება,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან დაიწყებს. კვირიკაშვილის მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის შეკითხვებს უპასუხებს. ნდობის გამოცხადების საკითხი კი, კვირის ბოლოს პლენარულ სხდომაზე დადგება.

banner
წინა სტატიაშისევერიონ დანგაძე – ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ
შემდეგი სტატიაციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა