“ციანიდის საქმის” ექვსივე ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. დაკითხვაზე დღეს 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რაზე დაიბარეს გამომძიებლებმა საგამოძიებო უწყებაში. სავარაუდოდ ადვოკატების ნაწილი საგამოძიებო უწყებაში ხუთშაბათს გამოცხადდება.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატების დაკითხვა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

banner
წინა სტატიაშიერაყის ექს-პრეზიდენტი  გერმანიაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებები – პრეზიდენტი მმართველ გუნდს ხვდება