საკონსტიტუციო ცვლილებები – პრეზიდენტი მმართველ გუნდს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე ელოდება.
“ქართული ოცნება” საუბარს მხოლოდ მათ მიერვე შეთავაზებულ ორ მუხლზე გეგმავს.

საუბარია გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებაზე.

“ის ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს უკვე მიღებულ კონსტიტუციაში და ამ ორი საკითხის ასახვაში შეიძლება იყოს კარგი გზა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად შევიდეს ძალაში. საკითხები, რაც არის ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახული, ამაზე ჩვენი პოზიცია იცით. ამაზე უმრავლეს საკითხებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ, შესაბამისად აქ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრაზე არ იქნება ირაკლი კობახიძე, რომელიც ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმის” ექვსივე ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტმა კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო” – ოპოზიცია