ერაყის ექს-პრეზიდენტი  გერმანიაში გარდაიცვალა

ერაყის მეექვსე პრეზიდენტი ჯელალ თალაბანი, გერმანიაში 83 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
ჯელალ თალაბანი, ეროვნებით ქურთი პოლიტიკოსი, ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარე, ორჯერ 2005  და  2011 წელს აირჩიეს ერაყის პრეზიდენტად და ამ პოსტს 2014 წლამდე იკავებდა.  მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, თალაბანი თავში სისხლის ჩაქცევის გამო გერმანიაში იქნა გადაყვანილი, მისი უფლებამოსილება 2014 წლამდე არ შეწყვეტილა.
თალაბანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ერაყელი (ქურთი) პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც აშშ-ს და გერმანიის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა.
banner
წინა სტატიაშითურქეთი ქურთისტანის მუდმივ ზეწოლაზე გადადის
შემდეგი სტატია“ციანიდის საქმის” ექვსივე ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს