ჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2019 11:48

ჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ყველა წინადადება მმართველი პარტიის მხრიდან იგნორირებული იყო.

აქედან გამომდინარე, ინაშვილის თქმით, წინადადებებს უკვე სწორედ მმართველი გუნდისგან ელოდებიან.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას 2020 წლისთვის ითხოვს.

ამასთან, ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.

„ყველა წინადადება, რაც დააყენა ოპოზიციამ, იყო იგნორირებული. ამიტომ, მაშინვე შევთავაზე, მე გისმენთ, თქვენ დააყენეთ, თქვენ რას გვთავაზობთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის, პლუს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, რაც შემდეგ გამორიცხავს საარჩევნო მანიპულაციების რისკს“, – განაცხად ინაშვილმა.

ასევე, ინაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსშიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სისხლის სამართლის წესით დასჯადი იყოს.

„ადმინისტრაციული რესუსრების გამოყენება უნდა იყოს დასჯადი, სისხლის სამართლის დანაშაული და არა უბრალოდ ჯარიმა. ამ საკითხებზე ვსაუბრობდით და დღესაც შევეცდები, ვისაუბრო და დანარჩენი ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს უმრავლესობა“ ,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2019 11:48

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics