ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ამ ეტაპზე არის ძალიან მძიმე – ექიმი

ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა
შემდეგი სტატია100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი – “ოცნების” შეთავაზება ოპოზიციას