ახალციხეში ქალმა თავის ჩამოხრჩობა სცადა

ახალციხის სოფელ ხეოთში 75 წლის ქალმა თავის ჩამოხრჩობა სცადა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. შემთხვევა დილით მოხდა. ქალი ოჯახის წევრმა იპოვნა და თოკიდან ჩამოხსნა.

„როგორც სოფელში ამბობენ, რძალს უპოვნია. საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ ძალიან კარგი, მშვიდი და დალაგებული ოჯახია, რატომ მოხდა ყველას უკვირს“, – ამბობს სოფლის რწმუნებული.

75 წლის ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს:

„მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მძიმეა და წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა“, – განმარტავს ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ამ მავნებელ მთავრობასთან- რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე
შემდეგი სტატიაჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა