ჩვენი მოლოდინია, რომ შვედეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი გამოხატული იქნება სტატუსის მინიჭებაში – ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შვედეთში, ფინეთსა და დანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პოლიტიკური გზავნილები ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის თემას და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

მისივე თქმით, ამ პროცესებთან დაკავშირებით კონსულტაციები და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ შვედეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„შვედეთში, ისევე, როგორც ფინეთსა და დანიაში ჩვენი მთავარი გზავნილი ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის თემას და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ჩვენთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის სტოკჰოლმშიც. პარლამენტში არის ინტენსიური განხილვები, თუ რა პოზიციებით უნდა წავიდნენ წევრი ქვეყნები ევროკავშირის სამიტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მნიშვნელობა აქვს კონსულტაციას და კომუნიკაციას, თუ როგორ პოზიციებს დაიჭერენ ამ განხილვებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როგორი აღქმა აქვთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენი განხილვების მთავარი თემა სწორედ ეს არის.

შვედეთი ძალიან კარგად აცნობიერებს რუსეთის მომდინარე საფრთხეებს და გეოპოლიტიკურ ვითარებას, რა ვითარებაშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უწევთ სამი ქვეყნის განაცხადის განხილვა და პასუხის მომზადება ამ ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ შვედეთი ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს პროცესი გამოხატული იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორები და არა მხოლოდ ისინი, სასამართლო პროცესზე დღეს ცდილობდნენ ექიმებისგან ამოეგლიჯათ თარიღი, ან საათი როდის შეიძლება მოვიდნენ – თუთბერიძე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ სახელმწიფოს მხრიდან რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან კავშირებსა და სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა