ელენე ხოშტარიამ სახელმწიფოს მხრიდან რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან კავშირებსა და სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახელმწიფოს მხრიდან რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან კავშირებსა და სავარაუდო გარიგებაზე ისაუბრა.

ელენე ხოშტარიამ ისაუბრა, როგორ იღებს სანქცირებული პირი, მიხეილ ფრიდმანი ქართული ბორჯომისგან ფულს და როგორ უწყობს ხელს ამაში სახელმწიფო.

“მინდა, მოგიყვეთ “ბორჯომის” შესახებ, რომელზეც ღარიბაშვილმა გვაცნობა, რომ თითქოს, ბორჯომი დაუბრუნა ხალხს და მოგიყვეთ რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ იმედის პროპაგანდისტი, ირაკლი რუხაძე არის ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ისიც მონაწილეობს ამ გარიგებაში და ამ გარიგებაში მონაწილეობს ღიად სახელმწიფო.

ბორჯომის მფლობელ 57,72%-ის მფლობელი იყო მიხეილ ფრიდმანი, რომელიც იყო სანქცირებული უკრაინაში ომის დაწყებისთანავე და ამაზე რეაგირება იყო მოთხოვნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. როგორც ნორმალურ ქვეყნებში კეთდება, სანქცირებული პირი კაპიკს არ უნდა იღებდეს მსგავსი ბიზნესებისგან. ამის ნაცვლად, სახელმწიფომ შეისყიდა 7,73% და 49, 99% ბორჯომის წილის დაუტოვა მიხეილ ფრიდმანს. ფაქტობრივად, სახელმწიფო შევიდა გარიგებაში სანქცირებულ პირთან და დღემდე ფრიდმანს ბორჯომიდან შესდის უდიდესი შემოსავალი”,- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის საჯარო და ამ საკითხს შესასწავლად პარტნიორებს გადასცემენ. “დროას” ლიდერმა თქვა, რომ 2013 წელს ეს წილი, საკონტროლო პაკეტი, ფრიდმანს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან გადაეცა.

“დღეს მიხეილ ფრიდმანი ქართული ბორჯომისგან ფულს არ უნდა იღებდეს და სახელმწიფო ამაში ხელს არ უნდა უწყობდეს. საინტრესოა რატომ შეისყიდა საქართველომ ზუსტად იმდენი წილი, რომ საკონტროლო პაკეტს ჩამოცილებოდა ფრიდმანი. ეს ჰგავს სანქიცებიდან თავიდან არიდების მცდელობას, რომ ერთადერთი მფოლობელი არ იყოს ფრიდმანი, მაგრამ ის რჩება უდიდეს მეწილედ 49, 99% და დღემდე მას ბორჯომიდან შედის უდიდესი ფული”,- აღნიშნა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოლოდინია, რომ შვედეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი გამოხატული იქნება სტატუსის მინიჭებაში – ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიაევროპის მოედანზე უყოყმანოდ მოვედი, რათა ვაჩვენოთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საქართველოს არჩევანი და პერსპექტივა არის ევროპულ, ცივილიზებულ ოჯახში – ბესელია