“ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო” -რატიანი პუტინის გადაწყვეტილებაზე

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ მუშაობს.

„საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია, მაშინ, როდესაც უკრაინასთან მიმართებით სანქციები არის ამოქმედებული რუსეთის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება- რაქვიაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, ვგმობთ