პუტინის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება- რაქვიაშვილი

ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება- ასე აფასებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. რაქვიაშვილი დღეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებულ მხარეს მოყოლილი ვანიშვილების ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა. მან დათა ვანიშვილისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ. რაქვიაშვილის თქმით, საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარება ისტორიული უსამართლობაა.

ვლადიმერ პურინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ,,მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მოსმენების კანონი შეიცვალოს და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში’’
შემდეგი სტატია“ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო” -რატიანი პუტინის გადაწყვეტილებაზე