ირაკლი კობახიძე – ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, ვგმობთ

ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, მიუღებელია და ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოემხმაურა რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარებს უერთდება.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, არის მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს ვგმობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო” -რატიანი პუტინის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიამერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე დაიბარეს