“ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი“ – რატიანი გაზპრომთან დაკავშირებით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 5, 2017 13:36

“ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი“ – რატიანი გაზპრომთან დაკავშირებით

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი გაზპრომთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
„გაზპრომის შემთხვევამ გამოავლინა, რომ შესაძლებელია ხელისუფლებამ დადოს ხელშეკრულება რომელიც არის ნაციონალური ინტერესის მქონე, ძალიან მაღალი ინტერესის მქონე და პარლამენტს არ ქონდეს საშუალება გააკონტროლოს ხელისუფლება და ნახოს ეს ხელშეკრულება, ამიტომ ჩვენი ინიციატივაა რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი რომელსაც ექნება საშუალება რომ მსგავსი ხელშეკრულებები ნახოს“ – განაცხადა რატიანმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 5, 2017 13:36