„როგორც ჩანს დავესწრები” – პრეზიდენტის ანგარიშზე დამსწრე მინისტრთა ნაწილის ვინაობა ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისა და მთავრობის წევრების წინაშე 7 აპრილს წარსდგება. ცნობილია, რომ პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, თუმცა, დღეს გახდება ცნობილი, პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ, ტუ რომელი მინისტრები დაესწრებიან გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას.

სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინ გადაწყდა, რომ იგი პრეზიდენტის ანგარიშს მოისმენს:

„მე როგორც ჩანს დავესწრები, ეს გუშინ გადაწყდა. არ მგონია დევნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რაღაც სათქმელი არსებობდეს, თუმცა შესაძლებელია ოპოზიციამ დასვას გარკვეული კითხვები ან გარკვეული წინადადებები წამოჭრას. ბუნებრივია ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს ჯანდაცვის მინისტრი:

„მე რამდენადაც ვიცი, პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან. თუ კონკრეტულად რა შემადგენლობა იქნება, ვფიქრობ, რომ დღეს დღის განმავლობაში დაზუსტდება. პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა იყოს დებატები და ეს ალბათ ძალიან კარგია,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკერძო ტელევიზიებს პარლამენტის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ
შემდეგი სტატია“ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი“ – რატიანი გაზპრომთან დაკავშირებით