არ ვიმსახურებთ იმ კრიტიკას, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან-ხულორდავა კახიძეს პასუხობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებას ეხმაურება. ოთარ კახიძის განცხადებით, კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ და ეს გადაწყვეტილება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს შეხვდება.

”არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი რაიმე გახსნილობას და დებატებს გაურბოდეს, სახეზე არ არის და არ იქნება მომავალში.
ძალიან მალე იგეგმება შეხვედრა ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარესთან, რომელიც ჟურნალისტებმა ითხოვეს და ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, გავერკვევით სიტუაციაში და ვნახავთ რა პროცესთან გვაქვს საქმე.

მე, პირადად, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას – აუცილებლად უნდა დავრჩეთ გახსნილები, აუცილებლად ყველა სივრცე დარჩება გახსნილი იმიტომ, რომ ჩვენთვის ღირებულია სწორედ ეს გახსნილობა, დებატები. არ ვიმსახურებთ იმ კრიტიკას, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხში აუცილებლად გავერკვევით და და იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული.

თუ ასეთი რამ მართლაც იქნა გაცხადებული ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მხრიდან, იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილების განხილვის შესაძლებლობა მაინც მოგვეცემა”, – განაცხადა ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი“ – რატიანი გაზპრომთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადასავლეთის ქვეყნებმა სირიაში გაზის გამოყენების გამო გაეროს საგანგებო სხდომა მოიწვიეს