“ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ!”- ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ფრანსუა ოლანდს

ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა:
“ბატონო პრეზიდენტო,
შეძრწუნებული ვარ ტერორისტული აქტით, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი, საფრანგეთი და მთელი მსოფლიო.
ჩემი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი – მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ საფრანგეთის მთავრობის, ფრანგი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების გვერდში ვართ. ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ!
ჩვენ ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ მომაკვდინებელ საფრთხეს, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და ჰუმანიზმს მთელს მსოფლიოში. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ ფრანგი ხალხისთვის”,-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

 

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდის თქმით საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის მანძილზე შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაISIS -ის წინააღმდეგ საბრძოლველად კემერონი მზადაა პუტინთან ითანამშრომლოს