ფრანსუა ოლანდის თქმით საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის მანძილზე შენარჩუნდება

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად, 19 ეროვნების ადამიანები დაიღუპნენ. ამის შესახებ საფრანგეთის კონგრესისადმი მიმართვისას დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, პარიზის ტერაქტები სირიაში დაიგეგმა და ბელგიაში მომზადდა. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიაში ოპერაციების ინტენსივობას გაზრდის. “საფრანგეთი იმყოფება ისლამისტებთან საომარ მდგომარეობაში, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ემუქრებიან, არამედ მთელ მსოფლიოს”, – განაცხადა ოლანდმა.
პრეზიდენტის თქმით, აქ საუბარი არ მიმდინარეობს ცივილიზაციათა ომზე. ოლანდის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს განიხილავს. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მიიღოს რეზოლუცია ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.
ოლანდის განცხადებით, საფრანგეთში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მანვე არ გამორიცხა, რომ საფრანგეთის კონსტიტუცია შეიცვალოს ტერორიზმთან საბრძოლველად.

banner
წინა სტატიაშიფრანგულმა ავიამოიერიშეებმა გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობები
შემდეგი სტატია“ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ!”- ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ფრანსუა ოლანდს