ISIS -ის წინააღმდეგ საბრძოლველად კემერონი მზადაა პუტინთან ითანამშრომლოს

ლეიბორისტმა მილიბანდმა კემერონთან ტელედებატები წააგო დატოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს 2017 წელს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სირიის პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის დასავლეთი მზადაა რუსეთთან კომპრომისზე წავიდეს. BBC-ის რადიოგადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კემერონმა განაცხადა, რომ მიუხედავად რომ მას აქვს ღრმა უთანხმოება რუსეთის პრეზიდენტთან, ის „დიდი ოცეულის“ ფარგლებში დაიწყებს მასთან იმ საკითხებზე მოლაპარაკებას, სადაც ისინი თანხმობას აღწევენ. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, რუსეთის და ბრიტანეთის პოზიციები მსგავსია, იმ საფრთხეების შეფასებაზე, რასაც „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს.
„ბოლო დროს საფრანგეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ ბოროტების წინააღმდეგ ძალები უნდა გავაერთიანოთ“- განაცხადა კემერონმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

“დღევანდელ შეხვედრაზე მოვთხოვე ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო გაერთიანებასთან ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს სირიაში გარდამავალ პროცესებს პრეზიდენტ ასადის მონაწილეობის გარეშე. არსებობს ნიშნები, რომ რუსეთიც ფოკუსირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე, მაგრამ უფრო მეტი გვინდა ვნახოთ. უნდა გამოვნახოთ გზა საერთო მიზნის მისაღებად. ეს არის ბოროტების კულტის აისისის განადგურება,”- განაცხადა დევიდ კემერონმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ!”- ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ფრანსუა ოლანდს
შემდეგი სტატიაერთობლივი განცხადებები