ჩვენ ვთავაზობთ ჩინეთს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იყოს – კულება

უკრაინას იმედი აქვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისგან, უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინურ სააგენტო “სინჰუასთნ” ისაუბრა.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პეკინს სთხოვა, გააგრძელოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.

“უკრაინა ამჟამად სწავლობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან. ჩვენ ვთავაზობთ ჩინეთს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იყოს. ეს არის ჩვენი მხრიდან ჩინეთისადმი ნდობისა და მისი პატივისცემის ნიშანი. ასევე, მე მადლობელი ვარ ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციისა, რომელმაც უკრაინას 5 მილიონი იუანის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა და მადლობას ვუხდი ჩინეთის მთავრობას, რომელიც ამ დახმარების გაგრძელების სურვილს გამოთქვამს”, – ამბობს კულება.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა
შემდეგი სტატიაიმედს ვიტოვებ, უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას სხვაგან დაიწყებენ – ცაგარეიშვილი