გავრცელებული ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზიუმთან, უკრაინელების შეტევის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა.

Telegram არხის, Insider Ukraine-ის ცნობით, 30 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან ახლოს რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს იერიში, სადაც გერასიმოვიც იმყოფებოდა.

რუსეთის გენშტაბის უფროსის დაჭრის შესახებ იუწყება ასევე Украина Online-ი.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია გერასიმოვის პირადი მცველი, გენერალ-მაიორი სიმონოვი.

გერასიმოვის დაჭრის შესახებ Facebook-ზე წერს სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი, ალექსანდრე შულმანიც.

banner
წინა სტატიაშიოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზიანდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკი – UNIAN
შემდეგი სტატიაჩვენ ვთავაზობთ ჩინეთს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი იყოს – კულება