,,ჩვენ ვირჩევთ ადამიანს და არა ნაძვის ხეს”-,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ისინი ირჩევენ ადამიანს და არა ნაძვის ხეს. ასევე, მისი თქმით, საკრებულოს სხდომის დატოვების მიზეზია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

“სხდომა დავტოვეთ რადგან, მათი რჩეული კანდიდატი ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ასევე ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს და დავტოვეთ სხდომა იმის ნიშნად, რომ ჩვენც ვირჩევთ ადამიანს და არა ნაძვის ხეს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგია“
შემდეგი სტატიასერგო რატიანი უმრავლესობას – რატომ ატყუებთ მასწავლებლებს?!