“ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგია“

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ვარკეთილის ორგანიზაციის წევრებმა, პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით დატოვეს. მისივე თქმით, ხელისუფლება ცალკეული პირების გადაბირებას სუს-ის მეშვეობით ცდილობს.

,, „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს. სუს-ის უბადრუკი მცდელობა თითო-ოროლა აქტივისტის გადაბირების თაობაზე ღიმილის მომგვრელია და გარკვეული პირების სუსტ ნებისყოფაზე მიუთითებს.

ეს ადამიანები სუს-ის ზეგავლენით წავიდნენ, რადგან ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ იცოდა, რომ „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, ან პირიქით. მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს, ეს ვიღაცისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. „ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი თუ სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგი და მისასალმებელია”, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. ვარკეთილის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის აკაკი ველთაურის განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი არჩევნების მეორე ტურში პარტიის მიერ „ნაციონალურ მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს „ინტერის“ მაისური გადასცა- ხმაური საკრებულოს სხდომაზე
შემდეგი სტატია,,ჩვენ ვირჩევთ ადამიანს და არა ნაძვის ხეს”-,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს