სერგო რატიანი უმრავლესობას – რატომ ატყუებთ მასწავლებლებს?!

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

მესამე წელია ატყუებთ მასწავლებლებს და ფაქტობრივად, 60 ათასი მასწავლებლიდან 6 ათასს აქვს 800 ლარი და ოდნავ მეტი ხელფასი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტში საჭიროა დამატებით 40 მილიონი იმისთვის, რომ ეს დაპირება „ქართული ოცნების“ გუნდმა შეასრულოს.

„2016 წლიდან არის დაპირება პედაგოგების მიმართულებით თქვენი გუნდის, რომ 800 ლარი უნდა ჰქონდეს საშუალოდ პედაგოგს ხელფასი. იმის მერე, მესამე წელია ატყუებთ მასწავლებლებს და ფაქტობრივად, 60 ათასი მასწავლებლიდან 6 ათასს აქვს 800 ლარი და ოდნავ მეტი ხელფასი. დღესაც შემოიტანეთ ბიუჯეტი და ეს ფაქტობრივად არ ჩანს. თქვენს პრემიერსაც ჰქონდა დაპირება, რომ 2018-2019 წლებში გაიზრდებოდა მასწავლებლების ხელფასი. დღეს მომესმა თუ ასე თქვით, რომ 30%-ით იზრდება ხელფასიო? ეს რა არითმეტიკით არის? ჯერჯერობით 6 ათასი მასწავლებელია, ვინც იღებს 800 ლარს, შესაბამისად, 18- მილიონიანი მატება ვერაფერს შველის, საჭიროა დამატებით 40 მილიონი იმისთვის, რომ შეასრულოთ ეს ამბავი. მითხარით, წელსაც რატომ არ ჩაიდო დამატებითი თანხები ბიუჯეტში და რატომ ატყუებთ მასწავლებლებს?!- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ვირჩევთ ადამიანს და არა ნაძვის ხეს”-,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს
შემდეგი სტატიაგარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ – ახალციხეში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს