კათოლიკოს-პატრიარქი შობა-ახალ წელს აფხაზ და ოს ძმებს ულოცავს

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

patriarqi-9„ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი სირთულეა მსოფლიოში’’- განაცხადა  უწმინდესმა და უნეტარესმა  გადაცემა „ აფხაზეთის“ ეთერში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი ახალი წელი მიულოცა. მან ასევე განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცა დღესასწაულები აფხაზეთისა და ცხინვალის მაცხოვრებლებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე წლებისა ჩვენს შორის არსებული პატივიცემა და სიყვარული არ გამქრალა.

” მე მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი და შემდეგი წლები იყოს ბედნიერი ყველასთვის. მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცო აფხაზეთის და ცხივალის რეგიონის მცხოვრებლებს, ოსებს, აფხაზებს და იქ მცხოვრებ ქართველებს.

ჩვენ განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გვაქვს ერთმანეთისადმი. მიუხედავად მძიმე წლებისა, რაც გამოვიარეთ არ გამქრალა ის სიყვარული, რომელიც იყო ჩვენ შორის. ჩვენ ვერავითარი ძალა ვერ დაგვაშორებს, უნდა მივიდეთ ერთმანეთთან, მივულოცოთ ერთმანეთს დღესასწაულები .

patriarqi

პატიარქმა აგრეთვე გაიხსენა აფხაზეთში მოღვაწეობის 11 წელი და განაცხადა, რომ “ჩვენ ერთმანეთს განსაკუთრებულად ვჭირდებით, როცა ამდენი სირთულეა მსოფლიოში”.

„მე განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ აფხაზეთში ყოფნის წლებს და მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ რაღაც უსიამოვნო ყოფილიყოს ჩემთვის და იქაური მცხოვრებლებისთვის.ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ვჭირდებით ერთმანეთს განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი სირთულეა მსოფლიოში და როცა ამდენი განსაცდელია.

უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე სიყვარულით გაიხსენა ოსებთან ურთიერთობა და მისი დედ-მამის მოძღვარი, ოსი მამა მიქაელი ზასოევი.

„მე მახსოვს პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები სიყვარულით და პატივისცემით ხვდებოდნენ ოს მოძღვარს“ – აღნიშნა პატრიარქმა და დალოცა ყველა ქართველი ოჯახი.

„დაგლოცავთ ყველა ოჯახს და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა აფხაზებს და ოსებს, რომ ვერავითარი ძალა ვერ დაგვაშორებს ჩვენ. ვიყავით ერთად, ვიყავით ძმები და დავრჩებით ძმები. ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი“ – განაცხადა პატრიარქმა გადაცემა „ აფხაზეთისთვის“ გაკეთებულ სპეციალურ საახალწლო მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიდათო კირკიტაძის ძმის დაჭერა არის მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ახალი დეტალები ესპანეთში ქართველების მკვლელობასთან დაკავშირებით