ექსკლუზივი-ახალი დეტალები ესპანეთში ქართველების მკვლელობასთან დაკავშირებით

ახალი დეტალები ესპანეთში ქართველების მკვლელობასთან დაკავეშირებით

ბერდღეს ბარსელონასთან ახლოს მდებარე პროვინცია ტერასაში მომხდარი საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.
როგორც “თაიმერის” ბარსელონას კორესპონდენტი იტყობინება, შემთხვევა ქართველებს შორის მოხდა. თავდაპირველად პოლიციას ეგონა, რომ სამი გაქცეული ქართველიც დაზარალებული იყო, მაგრამ როგორც გაირკვა, მათ დახოცეს ორი თანამემამულე – სამივე დაკავებულია.

შემთხევვის ადგილზე მეზობლები ამბობენ, რომ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, წყვილი ცხოვრობდა შვილებთან ერთად და იქიდან ყოველთვის ხმამაღალი დიალოგები ისმოდა.
როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა აღნიშნა, ერთი წლის წინ პოლიციამ მკვლელობის ადგილას ჩხრეკა ჩაატარა – მაშინ სამართალდამცველები ნარკოტიკს ეძებდნენ.

“თაიმერის” კორესპონდენტის ცნობით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს.
ჯერჯერობით არ ვრცელდება დანაშაულის შესაძლო მოტივების შესახებ ვერსიები.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქი შობა-ახალ წელს აფხაზ და ოს ძმებს ულოცავს
შემდეგი სტატიაპატრიარქის საშობაო ეპისტოლე