დათო კირკიტაძის ძმის დაჭერა არის მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება“დათო კირკიტაძის ძმის დაჭერა არის მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული პროვოკაცია”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

მისივე განცხადებით დათო კირკიტაძე არის “ნაციონალური მოძრაობის” გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსი და მისი ძმის მძევლად აყვანა უკავშირდება ქართული ოცნების დამარცხების შიშს ამ არჩევნებში.
“უკანონობა გრძელდება, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობაც ახალი ძალით გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.
ვერ გაგვტეხავენ, ძალა ერთობაშია”-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთი პირის – ი.კ.-ს აყვანა სამი მუხლის საფუძველზე განხორციელდა”.
კერძოდ, მას ბრალად ედება სსსკ 120-ე, 151 და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც, შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, მუქარას და ხულინობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიწყალბადის ბომბის გამო გაერომ სასწრაფო სხდომა მოიწვია
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქი შობა-ახალ წელს აფხაზ და ოს ძმებს ულოცავს