ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამხედრო მოვალეობას, არ გვჭირდება ქება, ვიდრე ცოცხლები ვართ, ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის – პალამარი

,,აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, მტერი ქარხნის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბეს ახორციელებს.

ამის შესახებ მან უცხოელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

„მხოლოდ ღამის განმავლობაში ჩვენ დავთვალეთ 25 გადაფრენა, მათ შორის სამი სტრატეგიული ბომბდამშენით. მუშაობს ტანკები, ნაღმმტყორცნები, სნაიპერები, ქვეითი ჯარისკაცები ცდილობენ შტურმს. ყველა ევაკუირებულია? ვერ ვიტყვით, რადგან არ არსებობს სპეციალური ტექნიკა ნანგრევების დემონტაჟისთვის. აღვნიშნავ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ სამი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა. ქარხნის ტერიტორიაზე ბევრია დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის“ , – განაცხადა ,,აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

მისი თქმით ორთვენახევარია,რაც მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას სთხოვენ და მხოლოდ ახლა მოახერხეს რამდენიმე ასეული ადამიანი ტერიტორიიდან გაყვანა. ამასთან პალამარმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსეთში გადაიყვანეს.

მან აღნიშნა, რომ „აზოვსტალში“ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ ხალხს იცავენ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ არა სიტყვებისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის ვართ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამხედრო მოვალეობას, არ გვჭირდება ქება, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის. სანამ ცოცხლები ვართ ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცების გაყვანისთვის“, – განაცხადა პალამარმა.

banner
წინა სტატიაშისატელიტმა დააფიქსირა რუსული არმიის საზენიტო სარაკეტო ძალების შეგროვება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით
შემდეგი სტატიაგვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის – კულება