ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გერმანიაში ქართველთა ლეგალურად დასაქმების საკითხი დასვა. ბაქრაძის თქმით, მერკელმა თქვა, რომ გერმანია ამ საკითხზე იმუშავებს. რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი შეხვდა თსუ_ს სტუდენტებს სადაც სტუდენტის კითხვას უპასუხა, რომ გერმანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მერკელის თქმით, შეიქმნება ერთიანი კვოტა საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის, რათა მათ კონკრეტულ დეფიციტურ პროფესიებზე შეძლონ დასაქმება

“ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს. ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არსებობს დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით. ჩამოვაყალიბებთ დასაქმების ლეგალურ, სამართლებრივად გამართლებული გზებს. მათ შორის პროფესიული სასწავლებლების მეშვეობითაც, რომ აღნიშნული სკოლები გაძლიერდეს, ამას გარდა, მოხდეს გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობა,”- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება
შემდეგი სტატიაბუნებრივ აირთან დაკავშირებით პუტინის სურვილებს არ დააკმაყოფილებენ