ბუნებრივ აირთან დაკავშირებით პუტინის სურვილებს არ დააკმაყოფილებენ

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით პუტინის სურვილებს არ დააკმაყოფილებენ, არამედ საერთო ევროპული ინტერესებით იმოქმედებენ.

ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა სტუდენტის კითხვას, ხომ არ მიიღო პუტინთან შეხვედრის დროს იმის გარანტიები, რომ რუსეთ-გერმანიის უდიდესი მილსადენის მშენებლობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ გამოიყენებს.

„პუტინს აქვს ინტერესი, გაზი გაყიდოს ევროპაში, ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს, პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა, მეორე მხრივ, დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად გერმანია ​ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად ემზადება.

„როგორც მოგახსენეთ, ათწლეულებია, ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მათ შორის CO2-ის შემცირების მხრივ, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ნაკლებ ნახშირს გამოვიყენებთ და, ბუნებრივია, CO2-ისგან აბსოლუტურად თავისუფალი დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა. გაზი საჭიროა, ასე რომ ეს მიწის გაზი გადის ბელარუსში, უკრაინაში, ასევე პოლონეთში. ჩრდილოეთ დინება ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი, ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ზემოქმედება უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, ვმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, სამხრეთ კორიდორის პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და მთლიანობაში ყველაფერი გამარტივდება.

გერმანიაში პარალელურად ვემზადებით ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად, რუსეთზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად.

გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს რადიკალურად არ შეიცვლება სამხრეთ კორიდორი ერთით და ორით, რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის
შემდეგი სტატიაგერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მხარდაჭერის კუთხით