,,ჩვენ საქმე არ გვაქვს ნორმალურ მთავრობასთან და სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან”

ჩვენ არ გვაქვს საქმე ნორმალურ მთავრობასთან და შესაბამისად სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ნაკლებ ხალხთან იკონტაქტოს.

„ჩვენ არ გვაქვს საქმე ნორმალურ მთავრობასთან და შესაბამისად, ეს ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან. ეს ცვლილებები გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სურვილიდან, რომ მან იკონტაქტოს ნაკლებ ადამიანთან, რომ მან ნაკლები ადამიანის მეშვეობით აკონტროლოს საქართველოს მთავრობა. ძალიან ვწუხვარ, რომ არ გინდათ ამ რეალობის თვალის გასწორება. თქვენ იმასაც არ აღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამოეწურა სანდო საკადრო რეზერვი, ხელიდან ეცლება პირადი ბანკირები, პირადი თანაშემწეები, პირადი ექიმები, პირადი იურისტები და სურს მას შეამციროს მინისტრების რიცხვი. სტრუქტურული ცვლილებები გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პარანოიკული ხასიათიდან და არა სახელმწიფო ან სამთავრობო ხედვიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან
შემდეგი სტატიაშსს თბილისში გოგონას გაუპატიურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს