შსს თბილისში გოგონას გაუპატიურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს საპასუხო განცხადებას ავრცელებს.

,,მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ გოგონა გააუპატიურა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შემოსულა.

მოვუწოდებთ პირებს, რომლებიც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობენ,
დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, რათა სამართალდამცველებმა ოპერატიულად შეძლონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ საქმე არ გვაქვს ნორმალურ მთავრობასთან და სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან”
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის შეფერხებაზე ინფორმაციას უარყოფს