როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან

როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან, – ამი​ს შე​სახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ის განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ სახელწოდებაში სიტყვა მეცნიერების ამოღების საკითხს გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ბატონო ირაკლი, მინდა, მოგმართოთ თქვენ და პატივცემულ კოლეგებს, რადგან, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა „მეცნიერების“ აზრი არ იციან, რა არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, არ იციან. მიდის ლაპარაკი – შიგნით ჩვენ გავითვალისწინებთ, პრიორიტეტად გვექნება და ა.შ. როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო, ეს არის ჯიბრში ჩადგომა, რომ სხვისი წინადადება არ მიიღო. მე ჯიბრში არ ჩავუდგები არავის, მხარს დავუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა მიმაჩნია, რომ არასწორია ამის არგათვალისწინება. გულით მინდა, რომ რეფორმებმა გამოიღოს შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ამას ჩვენი პარლამენტი დარჩენილი ორი წლის განმავლობაში დაინახავს და ღმერთმა ქნას, მართლა ასე იყოს, როგორც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა არველაძემ.

banner
წინა სტატიაშიანატოლი ბიბილოვი 2021 წლისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია,,ჩვენ საქმე არ გვაქვს ნორმალურ მთავრობასთან და სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან”