ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ უფრო ვზრუნავთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყან”

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში კენჭისყრას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქეთისთვის და ევროპა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ უფრო ვზრუნავთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყან, მაგრამ დასავლელი მეგობრებისგან კონკრეტული მხარდაჭერა ვერ დავინახეთ… არც ერთი დანაპირება არ შესრულებულ“ – განაცხადა ერდოღანმა ისლამური თანაშმრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე (OIC), სტაბოლში
„ევროპარლამენტში კენჭისყრა შედგება , რომელიც ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას ეხება … რაც უნდა იყოს შედეგი, ამას ჩვენს თვალში მნიშვნელობა არ აქვს“ – დასძინა ერდოღანმა.
გუშინ ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი გამოვიდა წინადადებით, რომ თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან კიდევ 15 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლა..
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია
შემდეგი სტატიაჩემი ფუნქცია,რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში- კაპანაძე