ჩემი ფუნქცია,რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში- კაპანაძე

ჩემი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ.

“ჩვენ უკვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ალიანსთან. ჩემი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატო-ში. ამისთვის გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასაც, ჩემს ცოდნასაც, ჩემს პირად ურთიერთობასაც არსებულ სამხედრო ისტებლიშმენტთან და შევეცდები გავაკეთო ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის”, -აღნიშნა კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ უფრო ვზრუნავთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყან”
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე : ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციების პირველი შედეგები გაზაფხულზე იქნება