“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხის გადასარჩენად” – ზელენსკი

“მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სახელმწიფოს ძალოვანი ბლოკის ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალური შტაბის უფროსი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ეროვნული გვარდიის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ასევე, პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. მთავარი თემა მარიუპოლია. დეტალების გასაჯაროება ამ დროისთვის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხის გადასარჩენად.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 10 000-მდე კი დაშავდა