„ჩვენ ხარისხი აბსოლუტურად ერთგვაროვანი ყველგან არ გვაქვს“ – ჯეჯელავა პირველკლასელთა რეგისტრაციაზე

პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმაურება. მისი განცხადებით, სკოლებში პირველკლასელთა მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„გვაქვს დედაქალაქში, ალბათ, 20 სკოლა ყველა რაიონში, ცენტრშიც და გარეუბანშიც, სადაც, დაახლოებით, 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტ მშობელს უნდა თავისი შვილების მიყვანა. ამავე დროს გვაქვს იქვე სკოლები ხშირ შემთხვევაში, სადაც ადგილები არის, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ აი ის გვერდზე სკოლა არ გვინდა და ეს სკოლა გვინდა. მშობლებმა გადასარევად იციან ყველაფერი, ეს ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ ხარისხი აბსოლუტურად ერთგვაროვანი ყველგან არ გვაქვს,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშილუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა – შს მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ