ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.
”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმშია ნამყოფი და მას დარღვეული აქვს ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.
როგორც ცნობილია, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია. ის გუშინ წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმემ აღავლინა. მოსკოვის ყოფილი მერი ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმეჯერაა ნამყოფი და ამით მას დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს კანონი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატია„ჩვენ ხარისხი აბსოლუტურად ერთგვაროვანი ყველგან არ გვაქვს“ – ჯეჯელავა პირველკლასელთა რეგისტრაციაზე