დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატები შევიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მისი ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი შევიდნენ.
როგორც გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი განიხილავენ 5 მაისს გამართულ სასამართლო პროცესს და დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს.
”მამა გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართა. მას შემდეგ შაბათ-კვირა იყო და ვერ შევძელით დეკანოზთან შესვლა, დღეს შევხდებით პირველად სასამართლო პროცესის შემდეგ. გვექნება აღნიშნული სასამართლო პროცესის განხილვა, შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე თქმით, დაცვა მაქსიმალურად ეცდება 19 მაისს დაგეგმილი სასამართლო პროცესი არ დაიხურის.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ხარისხი აბსოლუტურად ერთგვაროვანი ყველგან არ გვაქვს“ – ჯეჯელავა პირველკლასელთა რეგისტრაციაზე
შემდეგი სტატიაკობახიძე აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე საუბრობს